ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19 ით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4 ის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. 2 მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.
ექიმები დღეს კიდევ 2 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან. კლინიკაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 43 პაციენტი გადის. აქედან 17 დადასტურებულია. ამ 17 ინფიცირებულიდან 7 არის 18 წელს ქვემოთ მყოფი პირები. 2 პაციენტი ელოდება პასუხს. მდგომარეობა სტაბილურია. 4 არის საყურადღებო დანარჩენი კი საშუალო სიმძიმის“, - აცხადებს ინფექციონისტი ნიკოლოზ ზუბადალაშვილი.